საიდუმლოს ფარდა ეხდება? როგორ დაიღუპნენ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრები
23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ OceanGate-მა დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია.
მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
მან ასევე მიზეზზეც ისაუბრა,სადაც ახსნა, რომ გემზე მოხდა იმპლოზია, წნევის გამო ბატისკაფი ფაქტობრივად ქილასავით შეიკუმშა.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალმა, ჯონ მაუგერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ნამსხვრევების ველი“, რომელიც აღმოაჩინეს, შეესაბამება ნავის კატასტროფულ აფეთქებას.
„ერთიანი სარდლობის ექსპერტებთან კონსულტაციით, ნამსხვრევები შეესაბამება კამერის კატასტროფულ აფეთქებას“,- განაცხადა ადმირალმა.
ცნობისთვის, „ტიტანი“, სადაც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, „ტიტანიკის“ ნამტვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრა. საათსა და 45 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა.
ინფორმაციის წყარო: primetime.ge