"სიკვდილს ჩავხედე თვალებში... ხალხი ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა" - ნგრევა და პანიკა: რას ჰყვებიან ნეაპოლში მყოფი ქართველები

13-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

დღეს, 13 მარტს, იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში 4.4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და. ეს იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი, შე­ნო­ბე­ბის ნგრე­ვა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვა, რა­საც მთელ ქა­ლაქ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­წყე­ბას მოჰ­ყვა.

ნე­ა­პო­ლის ძლი­ე­რი მი­წისძვრა

მი­წისძვრა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 1:25 სა­ათ­ზე მოხ­და, რის გა­მოც შე­ში­ნე­ბულ­მა ტუ­რის­ტებ­მა ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლა და­ი­წყეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ბიძ­გე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე „მძლავ­რი გრგვინ­ვა“ გა­ი­გეს.

ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ნგრე­ვა

ბიძ­გე­ბის შე­დე­გად მრა­ვა­ლი შე­ნო­ბა და­ზი­ან­და, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ებს ღამე ქუ­ჩა­ში მო­უ­წი­ათ გა­თე­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ნან­გრე­ვებ­ში აღ­მოჩ­ნდა მო­ყო­ლი­ლი. მი­წისძვრა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წამს გაგ­რძელ­და, რის შე­დე­გა­დაც ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა შე­წყდა.

ბაგ­ნო­ლის რა­ი­ონ­ში სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­მა სწრა­ფად იმოქ­მე­დეს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ეყ­ვა­ნათ. იტა­ლი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ANSA-ს ცნო­ბით, ნე­ა­პო­ლის მი­წისძვრის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან გა­დახ­ტო­მას, რათა თავი და­აღ­წი­ონ ნგრე­ვას.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები