"ამ წინადადებით რუსებთან მივალ..." - რისი პირობა მიიღო აშშ-მა უკრაინისგან: საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის დეტალები

11-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

უკ­რა­ი­ნა მზად არის შუ­ა­ლე­დურ, 30-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და­თან­ხმდეს, ხოლო აშშ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ახ­ლებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მას. ამის შე­სა­ხებ სა­უ­დის არა­ბეთ­ში აშშ-ისა და უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, აშშ "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­უქ­მებს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე პა­უ­ზას და გა­ნა­ახ­ლებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას".

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მარ­კო რუ­ბი­ოს თქმით, აშშ-მა უკ­რა­ი­ნას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე და­თან­ხმდა: "რათა შე­ვი­დეთ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ში და შე­ვი­დეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რომ და­ვას­რუ­ლოთ კონ­ფლიქ­ტი ისე, რომ მყა­რი და გამ­ძლე იყოს".

რუ­ბი­ომ აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ს წი­ნა­და­დე­ბა მო­ი­აზ­რებს "ცე­ცხლის სრულ შე­წყვე­ტას ფრონ­ტის ხაზ­ზე, არა მხო­ლოდ სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს".

რუ­ბი­ოს თქმით, აშშ ახლა “ამ წი­ნა­და­დე­ბით რუ­სებ­თან მივა” და მას “იმე­დი აქვს”, რომ ისი­ნი და­თან­ხმდე­ბი­ან.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თქმით, "ბურ­თი ახლა მათ [რუ­სე­ბის] მო­ე­დან­ზეა". მან აღ­ნიშ­ნა, რომ თუ რუ­სე­ბი უარს იტყვი­ან “მა­შინ, სამ­წუ­ხა­როდ, გვე­ცო­დი­ნე­ბა მშვი­დო­ბის­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი რა არის”.

რუ­ბი­ომ აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა დღე­ვან­დე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­გა­ნი არ ყო­ფი­ლა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები