ქალებს აიძულეს შიშვლებს ევლოთ შემდეგ დახვრიტეს - სი­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა ათასამდე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს

09-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

სი­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს - მოკ­ლუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ალა­ვი­ტე­ბი არი­ან. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო "ფრანს-პრე­სი“ სი­რი­ის ომის მო­ნი­ტორ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, 745 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი ბოლო ორ დღე­ში ქვე­ყა­ნა­ში 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის წევ­რე­ბი და ბა­შარ ალ-ასა­დის მხარ­დამ­ჭე­რი მებ­ძო­ლე­ბი.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის თვითმხილ­ვე­ლი პი­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ სი­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა იძუ­ლე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს ხალ­ხი ქუ­ჩებ­ში, ჩა­ამ­წკრი­ვეს და რიგ­რი­გო­ბით და­ხო­ცეს.

”მათ იძუ­ლე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს ხალ­ხი ქუ­ჩებ­ში, შემ­დეგ ჩა­ა­წყვეს ისი­ნი და და­ი­წყეს სრო­ლა. სცე­ნა, რო­მე­ლიც ვნა­ხე, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, ეს უბ­რა­ლოდ აღუ­წე­რე­ლია”, - გა­ნუ­ცხა­და Sky News-ს ბა­ნი­ა­სის მცხოვ­რებ­მა.

მან ასე­ვე აღ­წე­რა, რო­გორ აი­ძუ­ლეს ქა­ლებს, შიშ­ვლებს ევ­ლოთ სა­ნამ დახ­ვრეტ­დნენ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები