მეცნიერებმა საბოლოოდ დაამტკიცეს, კოლოსალური ზომის ასტეროიდის ჩამოვარდის ადგილი

09-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, დე­და­მი­წას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, ას­ტე­რო­ი­დი სა­ხე­ლად 2024 YR4 და­ე­ჯა­ხოს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი პროგ­ნო­ზით, ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წის­კენ სვლას 2028 წლის ბო­ლოს და­ი­წყებს. მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ორ­ბი­ტის გა­მოთ­ვლა და შე­საძ­ლო ტრა­ექ­ტო­რი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შეძ­ლეს.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ას­ტე­რო­ი­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვიწ­რო ზოლ­ში მოხ­ვდე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­ჭი­მუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან წყნა­რი ოკე­ა­ნის გავ­ლით აზი­ამ­დე.

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ეს გზა ვრცელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ონ­ზე, მათ შო­რის ჩე­ნაი (ინ­დო­ე­თი) და კუნ­ძუ­ლი ჰა­ი­ნა­ნი (ჩი­ნე­თი). მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი 2032 წლის 22 დე­კემ­ბე­რია.

ას­ტრო­ნო­მე­ბი თვლი­ან, რომ ას­ტე­რო­ი­დი და­ახ­ლო­ე­ბით 40-დან 100 მეტ­რის სი­გა­ნი­საა. კოს­მო­სის მკვლე­ვა­რი ბილ ჰარ­ვუ­დი ამ­ბობს, რომ თუკი ის დე­და­მი­წის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლას და­ე­ცე­მა, ეს ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

აფეთ­ქე­ბი­სას ის 8-დან 15 მეგა ტო­ნამ­დე ტრო­ტილს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც 500-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჰი­რო­სი­მა­ში ჩა­მოგ­დე­ბულ ატო­მურ ბომბს, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 140 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, დარ­ტყმა შე­საძ­ლოა ტუნ­გუს­კას ას­ტე­რო­ი­დის მსგავ­სი იყოს, რო­მე­ლიც 1908 წელს ციმ­ბი­რის ტყე­ში ჩა­მო­ვარ­და - ტალ­ღამ 2000 ჰექ­ტა­რი ტყის მა­სი­ვი გა­ა­ნად­გუ­რა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები