ტოტი, დელ პიერო, ზლატანი, გატუზო და სხვანი… – რას წერენ მსოფლიო ლეგენდები კვარაზე

09-03-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

გთავაზობთ ლეგენდარული ფეხბურთელების და მწვრთნელების შეფასებებს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროის მანძილზე უთქვამთ.

მარჩელო ლიპი : „ჩემი აზრით, ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ მომენტში და სიტუაციაში საინტერესოდ თამაშობს.”

ფრანჩესკო ტოტი: „ხვიჩა ჩემთვის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდამ მცველის მოტყუებაზე თამაშობს”.

ბუფონი : “კვარაცხელია ერთხელ ოქროს ბურთს მოიგებს”

კაკა : “კვარაცხელია ქმნის განსხვავებას და იმ შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ.”

ჯენარო გატუზო: „კვარა ჯორჯ ბეტს მაგონებს, რადგან ის საოცარ ფინტებს მის მსგავსად საოცრად ბსუბუქად ასრულებს”.

ალესანდრო დელ პიერო: „კვარა თამაშობს საოცარი ვნებითა და სურვილით, მისი ტექნიკა გასაოცარია”.

მასიმო მორატი: „კვარაცხელია აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს”.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი : “კვარაცხელია ძალიან ძლიერია”

კარლო ანჩელოტი – “კვარაცხელია ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე ითამაშებს”

ხავი – ” კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”

ლუის ენრიკე – “კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია და უდიდესი პოტენციალი აქვს”

ჯიჯი დონარუმა – “კვარაცხელია ძალიან კარგი ბიჭია დ ამიხარია რომ პსჟ-ში თამაშობს”


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები