ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი ოქტაგონზე! - მილიარდელები ბრძოლაზე შეთანხმდნენ
ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი „გალიაში" ორთაბრძოლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მსოფლიოს ორი ყველაზე გახმაურებული ტექნოლოგიური მილიარდერი, შესაძლოა, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდეს.
ილონ მასკმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მას ცუკერბერგის პირისპირ "გალიაში" ბრძოლა სურს.
Meta-ს ხელმძღვანელმა კი, საპასუხოდ, ზუსტი ლოკაციის გაგზავნა მოსთხოვა. მასკმა მას ორი სიტყვით უპასუხა: "ვეგასის ოქტაგონი".
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები