საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ახალციხესა და ვაზიანში გარბენი გაიმართა

12-04-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ახალციხესა და ვაზიანში გარბენი გაიმართა. აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ახალციხეში, ხოლო მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.  

მარათონს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდებიან და დისლოკაციის ადგილების მიხედვით დასახლებულ პუნქტებში გარბენებს განახორციელებენ.

სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები