საპარლამენტო უმრავლესობამ თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით მიიღო

13-07-2023
გიორგი ზ.
Aa

79 მომხრე 6 წინააღმდეგი – საპარლამენტო უმრავლესობამ თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით დაამტკიცა. მესამე მოსმენაზე კენჭისყრაზე საკითხი სექტემბერში გავა

ახალი დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ყველა მიმართულებას ეხება.

დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც წვევამდელებს სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.

ამავე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ.

მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება არ შეეძლებათ “გირჩის” მიერ დაარსებული “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობის მფლობელებსაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი კი 5 ათასი ლარი იქნება.

ახალი კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში 2022 წლის დეკემბერში დააინიცირა. ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. კანონის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები