თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთნ ერთად 9 აპრილს დაღული გმირებს პატივი მიაგო

09-04-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

34 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასობით ადამიანი დაშავდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები