ალეკო ელისაშვილი: "ქვეყნის თავდაცვის სისტემა როგორი უნდა იყოს და გაწვევა ვის და როგორ უნდა შეეხოს ამაზე ყველაზე კვალიფიციური ადამიანი არ უნდა მსჯელობდეს"?

11-04-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების დაკავშირებით საპარლამენტო განხილვებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს:

"ორი დღე ვიხილავდით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის კოდექსს, მათ შორის სავალდებულო გაწვევის ახლებული წესის შემოღების საკითხს. გუშინ დილის 10 დან ღამის 12-მდე გაგრძელდა სხდომა (მე ნახევარს დავესწარი), დღეს 11 დან 3 მდე გავდიოდით მუხლებს და ვკამათობდით. სამი კინკილა ოპოზიციონერი ვმონაწილეობდით ამ სხდომაში და მაგალითად როგორ არ ვთქვა - ნაციონალურ მოძრაობის რიგებში არის სამვარსკვლავიანი გენერალი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ერთ-ერთი საუკეთესო არტილერისტი და ის არ ესწრებოდა სხდომას. 

ქვეყნის თავდაცვის სისტემა როგორი უნდა იყოს და გაწვევა ვის და როგორ უნდა შეეხოს ამაზე ყველაზე კვალიფიციური ადამიანი არ უნდა მსჯელობდეს? აააა, დამავიწყდა ბოიკოტშია ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, რის ბოიკოტში არიან თავადაც არ იციან აშკარად. ტეხავს ამხანაგო ნაციონალებო, ტეხავს", - წერს ელისაშვილი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები