მეცნიერები - დედამიწის ბირთვმა ბოლო 20 წლის განმავლობაში შესაძლოა ფორმა შეიცვალა
მეცნიერების განცხადებით, დედამიწის შიდა ბირთვი, რომელიც ადრე სფერული ფორმისად მიიჩნეოდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში სავარაუდოდ დეფორმაციას განიცდის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯონ ვიდალის თქმით, ბირთვის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა 100 მეტრით ან მეტი სიმაღლით იყოს დეფორმირებული.
"შიდა ბირთვი პლანეტის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად ბრუნავს. ეს მოძრაობა ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც იცავს დედამიწას მზის რადიაციისგან. მის გარეშე პლანეტა უნაყოფო მარსს დაემსგავსებოდა, რომელმაც მაგნიტური ველი მილიარდობით წლის წინ დაკარგა", - განმარტავს პროფესორი ვიდალი.
მეცნიერების ვარაუდით, ბირთვის ფორმის ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს იმ რეგიონებს, სადაც მყარი შიდა ბირთვის კიდე უკიდურესად ცხელ, თხევად მეტალის გარე ბირთვს ეხება.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.