ამერიკაში დონალდ ტრამპის გადაყენების, იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ითხოვენ

06-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ამე­რი­კე­ლი “დე­მოკ­რა­ტი” კონ­გრეს­მე­ნი ალ გრი­ნი პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას გეგ­მავს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Axios-ი ავ­რცე­ლებს.

წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გრინ­მა დო­ნალდ ტრამ­პი ღა­ზას სექ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

“ღა­ზა­ში ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და არ არის ხუმ­რო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის­გან მო­დის. ვა­ცხა­დებ, რომ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის­კენ სვლა და­ი­წყო. ვა­ცხა­დებ, რომ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის მუხ­ლებს წარ­ვად­გენ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვე­რა­გი საქ­მე­ე­ბის გამო”, - აღ­ნიშ­ნა კონ­გრეს­მენ­მა.

Axios-ი წერს, რომ ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის მცდე­ლო­ბა, თით­ქმის და­ნამ­დვი­ლე­ბით, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები