აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინას ახლა საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად"

12-04-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად ქსელში აშშ-ის ინფორმაციის ბოლო გაჟონვისა, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა რჩება თავის მიზნებზე ორიენტირებული. 

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიაღწევენ იმას, რასაც კარგი ლიდერები, დიდი ლიდერები აღწევენ“, - დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ოსტინის თქმით, უკრაინას აქვს აქტიური ოპერაციების შესანიშნავი გეგმა, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის.

„მათ (უკრაინის შეიარაღებულ ძალებს) აქვთ ყველა საჭირო შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად. ჩვენ მოვამზადეთ პერსონალის დიდი რაოდენობა და მივაწოდეთ უამრავი პლატფორმა. ვფიქრობ, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმარისად მზად არიან გააგრძელონ შეტევითი მოქმედებები და ოპერაციები“, - აღნიშნა ოსტინმა.ოსტინმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები