ცნობილი უკრაინელი მომღერალი ირაკლი ფირცხალავას სიმღერის მოსმენის გამო სკანდალში ეხვევა

25-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ანას­ტა­სია პრი­ხოდ­კო კი­დევ ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, ამ­ჯე­რად რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას გამო - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

ყვე­ლა­ფე­რი Instagram Stories-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მოკ­ლე ვი­დე­ოს გამო და­ი­წყო. ვი­დე­ო­ში მომ­ღე­რა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რობს და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სიმ­ღე­რას „ვოვა-ჩუ­მას“ უს­მენს.

"თა­ვად ამ ფაქ­ტში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ღია პუ­ტი­ნის­ტი მომ­ღე­რა­ლია" - წერს მე­დია. ის ომამ­დეც მხარს უჭერ­და პუ­ტი­ნის ოკუ­პა­ცი­ურ პო­ლი­ტი­კას. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირაკ­ლი სტუმ­რობ­და უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლა­ქებს, დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკს, სა­დაც პრო­პა­გან­დის­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ად­გი­ლობ­რივ კონ­კურ­სებ­ზე მღე­რო­და. ამის გამო ის უკ­რა­ი­ნულ ვებგ­ვერდ „მი­როტვო­რე­ცის“ ბა­ზა­ში აღ­მოჩ­ნდა.

"მას შემ­დეგ, რაც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხა­რი და­უ­ჭი­რა რუ­სე­თის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს. მისი პრო­რუ­სუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ირაკ­ლი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად იქცა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში. კერ­ძოდ, ლატ­ვი­ამ მას ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა, ხოლო მოლ­დო­ვა­ში სა­ზღვრი­დან გა­აბ­რუ­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა მის სამ­შობ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით არ სარ­გებ­ლობს მისი პრო­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო - წერს უკ­რა­უ­ი­ნუ­ლი მე­დია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები