იაშვილის კლინიკაში დამატებით 25 ადგილი გამოყვეს - ქვეყანაში მძიმე ვირუსია

23-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

10 ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მელ­საც ხვე­ლა, ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 6 გრი­პით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ დე­კემ­ბრის ბო­ლოს ვირუ­სე­ბის სა­ერ­თო გა­ნა­წი­ლე­ბი­დან გრი­პის ხვედ­რი­თი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მი­აღ­წია.

"გრი­პის ვირუ­სის ხვედ­რი­თი წილი მა­ტუ­ლობს. იან­ვა­რი გრი­პის ვირუ­სის მა­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. თუ დე­კემ­ბრის ბო­ლოს გრი­პის ხვედ­რი­თი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მი­აღ­წია. ვირუ­სე­ბის სა­ერ­თო გა­ნა­წი­ლე­ბი­დან 60%-ში გრი­პი ფიქ­სირ­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს რომ 10 ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მელ­საც ხვე­ლა, ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 6 გრი­პით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ ახლა, ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ტე­ბის ფონ­ზე გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 25-სა­წო­ლი­ა­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ა­მა­ტეს.

„მკვეთ­რად არის გაზ­რდი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში. ერთი დე­პარ­ტა­მენ­ტი მთლი­ა­ნად და­ვუ­მა­ტეთ ჩვენს სტრუქ­ტუ­რულ შე­მად­გენ­ლო­ბას, 25 სა­წო­ლი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. კი­დევ ერთი, 25-სა­წო­ლი­ა­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­მო­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ბავ­შვე­ბის მი­სა­ღე­ბად. გრი­პი მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამო, კლი­ნი­კა­ში უნდა იყოს მარ­თუ­ლი. ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა“,-აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ „მე­დი­აჰოლ­დინგ კვი­რა­ში“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები