გარდაცვლილთა შორისაა ბიზნესმენი ოჯახით, 10 წლის მოცურავე დედასთან ერთად, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან

22-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

თურ­ქეთ­ში გლო­ვის დღეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი - ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რულ სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებს გლო­ვო­ბენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით და­ღუ­პუ­ლია 76 ადა­მი­ა­ნი.

ხან­ძა­რი ბო­ლუ­ში მდე­ბა­რე 12-სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო Grand Kartal-ში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 03:27 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა. ტრა­გე­დი­ის დროს შე­ნო­ბა­ში 234 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზე­ბას 12 სა­ა­თი დას­ჭირ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. არ­კვე­ვენ იმა­საც, იყო თუ არა სას­ტუმ­რო უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი. და­კა­ვე­ბუ­ლია ცხრა ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი.

პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ბო­ლუს ოთხშა­ბათს ეწ­ვია. მისი გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი და­ის­ჯე­ბა. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი ცხედ­რებს ამ დრომ­დე ეძე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ აფა­სე­ბენ შე­ნო­ბის ყვე­ლა რისკს, მათ შო­რის ნგრე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ქე­მალ მე­მი­ს­ოღ­ლუს თქმით, ხან­ძრის შე­დე­გად 51 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ერთი მათ­გა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა, 17 კი გა­წე­რეს.

ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ბო­ლუს გუ­ბერ­ნა­ტორ აბ­დუ­ლა­ზიზ აი­დი­ნის თქმით, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი სას­ტუმ­როს მე­ო­თხე სარ­თუ­ლის რეს­ტორ­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გაჩ­ნდა და ზე­მოთ სარ­თუ­ლებ­ზე გავ­რცელ­და. სას­ტუმ­რო და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობ­და, ამი­ტომ სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოს­ვლას სა­ათ­ზე მეტი დას­ჭირ­და.

ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტას­ტრო­ფამ­დე სას­ტუმ­როს სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი შეშ­ფო­თე­ბა არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, თურქ ინ­ჟი­ნერ­თა და არ­ქი­ტექ­ტორ­თა პა­ლა­ტე­ბის კავ­შირ­მა (TMMOB) გა­ნა­ცხა­და, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჭი­რო იყო ავ­ტო­მა­ტუ­რი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ზო­გი­ერ­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლის თქმით, არ ჩარ­თუ­ლა ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი

ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ბევ­რი ბავ­შვი და ახალ­გაზ­რდაა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ერთი და იმა­ვე ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რია გარ­დაც­ვლი­ლი.

Turkish Airlines-მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ზეჰ­რა სენა გი­ულ­ტე­კი­ნი მე­უღ­ლეს­თან, ბიზ­ნეს­მენ ბი­ლალ გი­ულ­ტე­კინ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ღა­ზი­ჩის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფონ­დის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ლა­ლის და-ძმაც და­ი­ღუ­პა.

ზეჰ­რა გი­ულ­ტე­კი­ნი და მისი მე­უღ­ლე ბი­ლალ გი­ულ­ტე­კი­ნი სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სამ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან ერ­თად

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან ექი­მი ენეს გი­ულ­ტე­კი­ნი, სტო­მა­ტო­ლო­გი კუბ­რა ტონ­გუჩ ალ­ტინ­თან და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ალია - სა­ერ­თო ჯამ­ში გი­ულ­ტე­კი­ნის ოჯა­ხის 10-ზე მეტი წევ­რი და­ი­ღუ­პა.

თურ­ქე­თის ქა­რის ენერ­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ერთ-ერთი წევ­რის, Inovat Energy Storage Solutions-ის ორი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და­ი­ღუ­პა.

ტარ­სუ­სის ამე­რი­კულ­მა კო­ლე­ჯ­მა გა­მო­ა­ცხა­და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მერტ დო­გა­ნის , მისი მე­უღ­ლის დუ­ი­გუს და მათი შვი­ლე­ბის მა­ვი­სა და დო­ღას გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ შო­რის შეფ ეს­ლემ უია­ნი­კი. ასე­ვე პრო­ფე­სო­რი ატა­კან იალ­ჩი­ნი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ელიფ დე­რი­ნი. ნე­დიმ თურ­ქმე­ნი, გა­ზეთ Sozcu-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, მისი მე­უღ­ლე აიშე ნევა და მათი ორი შვი­ლი, 18 წლის ალა დორა და 22 წლის იუჩე ატა.

სტამ­ბო­ლის ფე­ნერ­ბაჰჩეს სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის 10 წლის მო­ცუ­რა­ვე ვე­დია ნილ აპა­კი დე­დას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა.

თურ­ქე­თის ნევ­რო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი წევ­რი, ექი­მი აჰ­მეტ ჩე­ტი­ზი ოჯახ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები