აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, აიკრძალა LGBT დროშების აღმართვა სამთავროვო შენობებზე
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განკარგულება გასცა, რაც კრძალავს სამხედრო ობიექტებზე ან საელჩოების შენობების თავზე ამერიკის გარდა სხვა დროშის აღმართვას. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრძანება ეხება როგორც აშშ-ს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ განთავსებულ უწყებებს. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-სახელმწიფო დროშასთან ერთად აღიმართებოდა LGBT და BLM (Black Lives Matter) დროშები.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები