მელანია ტრამპი ქმრის წინააღმდეგ - ყოფილი პირველი ლედის განცხადება, რომლითაც ის დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა

20-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

აშშ-ის პირ­ვე­ლი ლედი, მე­ლა­ნია ტრამ­პი იმ ქა­ლე­ბის რი­ცხვს შე­უ­ერ­თდა, რომ­ლე­ბიც აბორ­ტის უფ­ლე­ბას მხარს უჭე­რენ და ქმრის, დო­ნალდ ტრამ­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

გავ­რცელ­და ვი­დეო რგო­ლი, სა­დაც აშშ-ის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ამ­ბობს, რომ მხარს უჭერს ყვე­ლა ქა­ლის არ­სე­ბით უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქა­ლებს აქვთ და­ბა­დე­ბი­დან.

მე­ლა­ნი­ას ეს აშ­კა­რა პო­ზი­ცია სრუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დო­ნალდ ტრამ­პის აზრს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. დო­ნალდ ტრამ­პის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია აბორ­ტის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა.

"არ არ­სე­ბობს კომ­პრო­მი­სის ად­გი­ლი, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა იმ არ­სე­ბით უფ­ლე­ბას, რო­მელ­საც ყვე­ლა ქალი ფლობს და­ბა­დე­ბი­დან - ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა", - ამ­ბობს მე­ლა­ნია ტრამ­პი.

ეს ვი­დეო გავ­რცელ­და ერთ დღე­ში მას შემ­დეგ, რაც "გარ­დი­ან­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნა­წყვე­ტი ექ­სპირ­ვე­ლი ლე­დის ახა­ლი წიგ­ნი­დან - Melania.

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში წერს:

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს, რომ ქა­ლებს აქვთ უფ­ლე­ბა თვი­თონ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის შე­სა­ხებ, მა­თი­ვე რწმე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მთავ­რო­ბის მხრი­დან ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვი­სა და ზე­წო­ლის გა­რე­შე.

რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს ვინ­მეს უფ­ლე­ბა, გარ­და თა­ვად ქა­ლი­სა, გან­სა­ზღვროს რო­გორ მო­ექ­ცე­ვა ის სა­კუ­თარ სხე­ულს? ქა­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა შე­წყვი­ტოს ორ­სუ­ლო­ბა, თუ მას სურს“, - წერს მე­ლა­ნია ტრამ­პი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები