მკვლელობა თავდამსხმელმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში აჩვენა (აშშ)

11-04-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

აშშ-ში კაცმა ხუთი ადამიანი მოკლა და თავდასხმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში აჩვენა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თავდამსხმელი იმ ბანკის თანამშრომელი იყო, სადაც ცეცხლი გახსნა და 5 ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმიდან 3 წუთში, პოლიციამ კაცი სასიკვდილოდ დაჭრა. ლუისვილის მერმა, კრეიგ გრინბერგმა თავდასხმას "მიზანმიმართული ძალადობის ბოროტი აქტი" უწოდა.

ეჭვმიტანილად დასახელდა 25 წლის კონორ სტურჯენი, რომელმაც პოლიციის თქმით, ინციდენტის დროს გამოიყენა AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანა და სროლა პირდაპირ ეთერში გადასცა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი თავად მუშაობდა ეროვნულ ბანკში და სამართალდამცველებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს, რის შემდეგაც მასობრივი თავდასხმა დაგეგმა.

ინსტაგრამის მფლობელმა მეტამ თქვა, რომ "ტრაგიკული ინციდენტის პირდაპირი ტრანსლაცია სწრაფად წაშალა".

კენტუკი არის აშშ-ს 26 შტატიდან ერთ-ერთი, რომელიც 21 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების უმეტესობას უფლებას აძლევს შეიძინოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი ლიცენზიის გარეშე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები