შეთავაზება გამოგზავნილია - რუსებს საქართველოს ნაკრებთან 2025 წელს თამაში სურთ

01-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

სსრკ-ს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის“ მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა RB Sport თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “კარგი იქნებოდა მომავალ წელს თუ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის მოეწყობოდა.“

მისი თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი თბილისის მერს კახა კალაძეს და “ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.

გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ერთობლივად გადავწყვიტეთ ტერიტორიული საკითხები და გავაფართოვეთ საქართველოს საზღვრები!“ – განაცხადა კავაზაშვილმა.

28 ნოემბერს ცნობილი გახდა , რომ რუსეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაში არ მოხვდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები