GOAL-ის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი! - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია

12-06-2023
გიორგი ზ.
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გავლენიანი ევროპული გამოცემა GOAL.COM სეზონის სტარტიდან მოყოლებული თავიანთი ვერსიით, ოქროს ბურთის 2023 წლის ნომინანტების სიას ასახელებს.

საგულისხმოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო განახლების მიხედვით რეგრესი განიცადა. კვარამ მე-8 ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

GOAL.COM-ის განახლებული ათეული მსგავსად გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. ერლინგ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

3. კილიან მბაპე (პსჟ)

4. ვინისიუსი (რეალი)

5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

6. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)

7. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

8. როდრი (მანჩესტერ სიტი)

9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

10. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)

ცნობისთვის, ხვიჩამ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები