ეს ბევრ ქართველსაც ცუდად შეეხება - დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო და ამაში სამხედროებსაც გამოიყენებს

19-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებს.

სოციალურ ქსელში კონსერვატიული ორგანიზაციის, Judicial Watch-ის პრეზიდენტმა, ტომ ფიტონმა დაწერა, რომ ტრამპი მზადაა, ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედროები გამოიყენოს დეპორტაციისთვის. ტრამპმა ფიტონის პოსტი გააზიარა და დაწერა, რომ ეს მართალია.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირება მილიონიბით არალეგალი მიგრანტის ქვეყნიდან გაძევება იყო და მისი გუნდი უკვე მუშაობს ამ გეგმის შესრულებაზე. ტრამპმა, იმიგრაციისა და სასაზღვრო კონტროლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ტომ ჰომენი დაასახელა. ჰომენს ტრამპი საზღვრის მეფედ მოიხსენიებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები