რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

17-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკრაინასთან გამართული მატჩის შესახებ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„5 წლის წინ საქართველოს ნაკრები D დივიზიონში იყო, ახლა კი, B დივიზიონშია და ბოლო ტურის წინ A დივიზიონში გადასვლის შანსიც გვაქვს, რაც იმ პროგრესის და განვითარების მანიშნებელია, რომელიც გვაქვს. ჩეხეთში ამბიციებით წავალთ და გამორიცხული არაფერია.

არა მგონია, სწორი იყოს ეს შეკითხვა, არის თუ არა, მზად ნაკრები A ლიგაში სათამაშოდ, რადგან თუ ამას მოვახერხებთ, იმის მანიშნებელი არ იქნება, რომ ფანტასტიკური გუნდი გავხდით ან თუ ვერ გადავედით, იმას ნიშნავს, რომ უარესი გუნდი გავხდით. მთავარი ამ შემთხვევაში შედეგი არაა, არამედ განვითარების პროცესი, თუ გვინდა, რომ ისევ მივაღწიოთ იმას, რასაც ზაფხულში მივაღწიეთ. ამიტომ, აუცილებელია მუშაობა და განვითარება გავაგრძელოთ“, - აღნიშნა სანიოლმა.

ცნობისთვის, საქართველომ ბოლოსწინა ტურში უკრაინასთან ფრე 1:1 ითამაშა,


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები