ასეთ მძიმე ამბავსაც არ ველოდით - ესპანეთიდან უმძიმესი ინფორმაცია მოვიდა

02-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

2 ნოემბრის მდგომარეობით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 211-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა EFE-ს განუცხადა.

პედრო სანჩესის თქმით, მთავრობა კიდევ 5000 სამხედროს, 5000 პოლიციელსა და სამოქალაქო დაცვას გაუგზავნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონს.

ამასთან, როგორც სანჩესმა აღნიშნა, სტიქიის ზონიდან 30 000 ადამიანი გადაარჩინეს.

სანჩესმა დასძინა, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს დაზარალებული ტერიტორიების რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინების სწრაფ ხელშეწყობაზე.

„ახლანდელი სტიქია ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოფილა“, - აცხადებს სანჩესი. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები