რამ გამოიწვია საშინელი სარკინიგზო ავარია ინდოეთში, რომელსაც 294 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ინდოეთის შტატ ოდიშაში მატარებლის შეჯახების მიზეზი, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლა, ელექტრონული ბლოკირების სისტემის ცვლილება გახდა. ამის შესახებ ქვეყნის რკინიგზის, კავშირგაბმულობის, ელექტრონიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა აშვინი ვაიშნავმა განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო ANI-სთან საუბრისას მინისტრმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ტრაგედიის გამოძიება დასრულებულია და რკინიგზის უსაფრთხოების კომისარი მალე წარადგენს დასკვნას.
საშინელი ტრაგედია 2 ივნისს ინდოეთის ქალაქ ბალასორთან მოხდა. კოლკატა-ჩენაის მარშრუტზე სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც ზოგიერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა მიმდებარე ლიანდაგზე და მათში მეორე სამგზავრო მატარებელი შევიდა.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 294 ადამიანი. ამრიგად, ეს სარკინიგზო ავარია ინდოეთის ისტორიაში მესამე გახდა მსხვერპლის რაოდენობით.