"გეგონებოდათ, ასი წელია, ერთმანეთს იცნობენო" - ხვიჩა კვარაცხელიას და ნონა გაფრინდაშვილის შეხვედრის უცნობი დეტალები

04-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ, ნეაპოლში იყო ჩასული.

შეხვედრის დეტალები ჟურნალ "სარკეს" ჟურნალისტმა, დარეჯან კვარაცხელიამ უამბო:

"მისი მშობლებიც ნეაპოლში ცხოვრობენ ახლა. მასპინძელი ხვიჩას ოჯახი იყო. ნონამ ზეპირად იცის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ამბავი, ფინალის მონაწილეები, სახელები და გვარები, ვინ გაიტანა გოლი, ვინ ითამაშა ფრე, სასწაული ქალია!

სასტუმროში რომ დავბრუნდით, ვუთხარი, ახლა უნდა მითხრათ, როგორი იყო ნეაპოლის სტადიონზე მატჩის ყურება-მეთქი. ყველაფერს დეტალებში განიხილავდა. შეხვედრა მეორე დღეს შედგა. გეგონებოდათ, ასი წელია, ერთმანეთს იცნობენო. 

ნონას იქ ჩასვლა და გულშემატკივრობა უდიდესი სტიმული იყო. ხვიჩამ მოუტანა და ნონას აჩუქა ის მაისური, მისი გუნდის ფოტო რომაა დატანილი, ჩემპიონები რომ გახდნენ", - აღნიშნავს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები