9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, დაბომბილი ბეირუთი, მოკლული ისრაელელი სამხედროები - რა ვითარებაა ცხელ წერტილში
9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, ბეირუთში ბრძოლისას გარდაცვლილი 8 ისრაელელი სამხედრო და “დიდი შვიდეულის“ საგანგებო მიმართვა - რა ვითარებაა რეგიონში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ლიბანელი პოლიტიკოსის, მიშელ ჰელუს განცხადებით, რეგიონი ყოვლისმომცველ ომს უახლოვდება.
New York Times-ი კი ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თელ-ავივს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხოს ირანის თავდასხმას. სავარაუდოდ, სამხედრო პასუხზე გადაწყვეტილება შესაძლოა პარასკევს საღამომდე არ იქნეს მიღებული.
ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, საჰაერო ძალები გეგმავს, ნავთობის გადამუშავებისა და ნავთობაზების, ასევე სამხედრო ბაზების დაბომბვას, თუმცა არ იგეგმება ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშების მიტანა.