თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შვიდი მსხვერპლიდან ხუთის ვინაობა ცნობილია - დასახელებულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 42 წლის ილია ნოზაძეა
ისრაელის ხელისუფლებამ სამშაბათს თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შვიდი მსხვერპლიდან ხუთის ვინაობა დაასახელა:
შაჰარ გოლდმანი, 30 წლის, პროფესიონალი მოცეკვავე ლოდიდან.
ინბარ სეგევ-ვიგდერი, 33 წლის, ფიტნეს ცენტრის მფლობელი. ქალი თავისი 9 თვის შვილის დაცვის მცდელობისას დაიღუპა.
რევიტალ ბრონშტეინი , 24 წლის, ბატ იამიდან. სტუდენტი.
ნადია სოკოლენკო, 40 წლის, იაფადან, ერთი შვილის დედა.
საბერძნეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე იონას კარუსისი , 26 წლის
კიდევ ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქე, 42 წლის ილია ნოზაძეა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები