მერაბ დვალიშვილი დღეს საქართველოში ჩამოდის - შეხვედრების განრიგი
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი თბილისში 29 სექტემბერს 17:00 საათზე ჩამოფრინდება.
როგორც დვალიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, ამავე დღეს, 18:00 საათზე, ფილარმონიის წინ, გულშემატკივრებს შეხვდება.
„29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქართველოში და შევხვდები ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. თქვენთან ერთად მინდა აღვნიშნო UFC-ის ქამრის მოგება.
საღამოს 5 საათზე ჩამოვფრინდები თბილისის აეროპორტში, ხოლო საღამოს 6 საათზე ფილარმონიასთან შეგხვდებით ყველას. თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ეს მომენტი. ხოლო მეორე დღეს, 30 სექტემბერს, მექნება პრესკონფერენცია. შევხვდები ქართველ ჟურნალისტებს.
შემდეგ დღეს ვაპირებ აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩემს გულშემატკივრებთან შეხვედრას. ასევე იმერეთში და კიდევ ჩემს სოფელში ვაპირებ გულშემატკივრების ნახვას. სულ 3-4 დღე ვიქნები საქართველოში", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.