"ვიყავი ძალიან შეყვარებული. ბევრი სიმწარეა, თუმცაა..." - მერაბ შარიქაძის გულახდილი ინტერვიუ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ კარიერის დასაწყისში გადახდენილ სირთულეებზე ისაუბრა.
"13 წლის შევედი რაგბიზე, ვიყავი ძალიან შეყვარებული, ძალიან შემიყვარდა რაგბი. ჩემი ცხოვრება იწყებოდა და მთავრდებოდა რაგბით.
პრობლემატური ბავშვი არ ვიყავი. სპორტსმენის ცხოვრებაში ყველა ეტაპი სტრესულია, ჩემი სტიმული რაგბის თამაში იყო.
სპორტი სავსეა იმედგაცრუებებით, ძალიან ბევრი სიმწარეა, წაგება, უსამართლობა, თუმცა, მთავარია ის პატარა რაღაც გადალახო და არ შეუშინდე მარცხს", - განაცხადა მერაბ შარიქაძემ "დილა მშვიდობისა საქართველოსთან" ინტერვიუში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები