როგორ მოვუგეთ ჩეხეთს, რა მოხდა შესვენებაზე - ვილი სანიოლმა პატარა საიდუმლო გაგვიმხილა

08-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ფრანგი სპეციალისტის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"კვარას შეცვლა 4:0-ზე? ზოგი ფეხბურთელის შეცვლა დაგეგმილი იყო, მაგალითად კიტეიშვილი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. რაც შეეხება ხვიჩას, ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ასეთ სიტუაციაში თავად უნდა განსაზღვროს შეუძლია თუ არა ბოლომდე თამაში."

"ალბანეთთან თამაში უფრო რთული იქნება, მიუხედავად იმისა რომ ისინი ევროზე ჯგუფში ჩარჩნენ."

"პირველი 10-15 წუთი შეტევაში ცუდად ვითამაშეთ, რის მერეც შემტევები გააქტიურდნენ. შეხვედრის დასაწყისში სივრცე არ გვეძლეოდა, კვარას მიქაუტაძეს და ჩაკვეს სამოძრაო არეალი არ ჰონდათ, შემდეგ მათ ვუთხარი, რომ უკან არ ჩაწეულიყვნენ და შედეგიც სახეზეა."

"კიტეშვილი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია, ის ყველა ტოპ ლიგაში, ყველა ტოპ გუნდში ითამაშებდა. ის დაცვაშიც და შეტევაშიც დიდ როლს ასრულებს. მისი ყოლით, როგორც მწვრთნელი, ძალიან ბედნიერი ვარ."

"რთულია მომავალზე საუბარი, თუმცა გასაგებია, რომ ოდესღაც წავაგებთ, ეს ფეხბურთის წესია გამარჯვებებს მარცხი ყოველთვის მოსდევს."

"რატომ დავრჩი საქართველოში? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მხარდაჭერა მაქვს ფედერაციიდან. ეს არის მიზეზია, რატომაც აქ სამ-ნახევარი წელიწადია ვარ და აქვე ვრჩები."

"საბოლოო ჯამში, ვიტყვი, რომ იდეალური თამაში გამოვიდა."

შეგახსენებთ, რომ ჩეხების განადგურებით (4:1) "ჯვაროსნები" ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან, ალბანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები