"გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა, გლობალური დუღილის ეპოქა იწყება.... - გაეროს გენერალური მდივანი

05-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

"გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ეპო­ქა დას­რულ­და, გლო­ბა­ლუ­რი დუ­ღი­ლის ეპო­ქა იწყე­ბა“ - ამის შე­სა­ხებ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­ტო­ნიო გუ­ტი­ე­რეშ­მა ხუთ­შა­ბათს, გა­ე­როს შტაბ-ბი­ნა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ივ­ლი­სი წლის ყვე­ლა­ზე ცხე­ლი თვეა.

”ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის, აზი­ის, აფ­რი­კი­სა და ევ­რო­პის დიდი ნა­წი­ლის­თვის სას­ტი­კი ზა­ფხუ­ლია” - თქვა გუ­ტი­ე­რეშ­მა და დას­ძი­ნა, რომ "ეს კა­ტას­ტრო­ფაა მთე­ლი პლა­ნე­ტის­თვის.“

"რე­კორ­დუ­ლი სი­ცხე, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელს მსოფ­ლი­ო­ზე, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ფე­ნო­მე­ნი დიდი ხა­ნია იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, ცვლი­ლე­ბე­ბის ტემ­პი და­მან­გრე­ვე­ლია“, - ამ­ბობს გუ­ტი­ე­რე­ში.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლია "და­იც­ვას თა­ვი­სი ხალ­ხი სი­ცხის­გან, ფა­ტა­ლუ­რი წყალ­დი­დო­ბის­გან, ქა­რიშ­ხლე­ბის­გან, გვალ­ვის­გან და მძვინ­ვა­რე ხან­ძრე­ბის­გან.“

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­საც მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად 100 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი გა­მო­ყონ გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები