მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად შენობები დაზიანდა

30-05-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აკეთებს.

"დღეს, უპილოტო დრონების თავდასხმით შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. ყველა საგანგებო სამსახური ადგილზე იმყოფება და მომხდარის შესახებ დეტალებს არკვევენ. თავდასხმის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა." - ამბობს სერგეი სობიანინი.

გუბერნატორი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები