სომხეთში “დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, 4 ის მდგომარეობა კი მძიმეა
სომხეთში “დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი - საშუალო სიმძიმის.
ვირუსის პირველი შემთხვევა სომხეთში 7 აგვისტოს არაგაწოტნის ოლქში დაფიქსირდა.
ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის ოლქები მოიაზრება.
ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები