"ვაზარით რომ ვაგებდი, მამაჩემმა დამიძახა და ეს მითხრა", - რას იხსენებს ლაშა ბექაური

11-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქროს მოპოვება ზედიზედ მეორედ შეძლო.

ფინალურ ორთაბძოლაში ის მეტოქესთან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა ზედიზედ ორი წარმატებული გდება გააკეთა და ტიტული დაიცვა. 

"ქრონიკასთან" საუბრისას ბექაურმა ეს ბრძოლა გაიხსენა:

„ვაზარით რომ ვაგებდი მამაჩემმა დამიძახა მთელი საქართველო გიყურებსო. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამან. დიდი ბრძოლის წინაშე დავდექი და ჩემი მენტალობა, ჩემი ქართული სული, სისხლი დამეხმარა იმაში, რომ ამომექაჩა ის ვაზარი და გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი“, - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები