გიორგი მეშვილდიშვილი შოვის ტრაგედიის ერთ-ერთი გმირია - რას წერენ თვითმხილველები

11-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გუშინ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გიორგი მეშვილდიშვილმა ოლიმპიური ბრინჯაოს მოპოვება მოახერხა, ხოლო გენო პეტრიაშვილის საპატივცემულოდ ჩართულ საქართველოს ჰიმნს თავადაც გულზე დადებული ხელით მღეროდა.

მაკა მუკვანი წერს, რომ წარმოშობით რაჭველმა მეშვილდიშვილმა წინა წელს რაჭის ტრაგედიის დროს რამდენიმე ადამიანი ტალახიდან გამოიყვანა:

,ტყიდან გამოვარდა გოლიათი, რომელიც მშველელად მოგვევლინა, ტალახში შევარდა და გამოყვანა დაიწყო ხალხის'' - ამას შარშანდელი შოვის ტრაგედიდან ყვებოდა თვითმხილველი ხალხი 💜

ესაა აზერბაიჯანის სახელით რომ ასპარეზობს ეს დიდი გულის ბიჭი, ონში დაბადებული ჩემპიონი გ ი ო რ გ ი მ ე შ ვ ი ლ დ ი შ ვ ი ლ ი 🥰

საამაყო ბიჭია ნამდვილად 💖 მეც განსაკუთრებით მეამაყება ვაჟკაცი ჩემი რაჭიდან!!"


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები