პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან - politico

03-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

პარიზის ოლიმპიადის გახსნა ძალზედ ორიგინალური და სანახაობრივი იყო, თუმცა ამან ხალხის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, თომას ჯოლის მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა.

წარმოდგენას სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. პერფორმანსი ასევე გააკრიტიკეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„საფრანგეთში ჩვენ გვაქვს უფლება, გვიყვარდეს, როგორც გვინდა და ვინც გვინდა, გვაქვს უფლება, გვწამდეს ან არ გვწამდეს… ჩვენ ბევრი უფლებები გვაქვს და იდეა მდგომარეობდა ამ ღირებულებების ჩვენებაში“, – განაცხადა ჯოლიმ.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები