ქორწილის ღამეს, 23 წლის გოგონას შიშველი ცხედარი კორპუსთან იპოვეს

31-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

27 ივ­ლისს პე­ტერ­ბურ­გში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და. 23 წლის გო­გო­ნა და­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე რუ­სუ­ლი და უცხო­უ­რი მე­დია წერს.

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გელ­მა წყვილ­მა ნა­ნატ­რი ქორ­წი­ლი 26 ივ­ლისს იზე­ი­მა. მათ ზე­ი­მის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­ა­ზი­ა­რეს. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ბედ­ნი­ე­რად უყუ­რებს, პა­ტარ­ძალს კი ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლი უჭი­რავს ხელ­ში.

თუმ­ცა, ქორ­წი­ლის ღამე ტრა­გე­დი­ად გა­და­იქ­ცე­ვა - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის გო­გო­ნა ვარ­შავ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, მე-15 სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­და. მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­ვი­და, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ტრა­გე­დი­ის დროს გო­გო­ნა ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა მე­ზობ­ლე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხში­რად ჩხუ­ბობ­დნენ, მათი ბი­ნი­დან გი­ნე­ბა და ყვი­რი­ლი ის­მო­და. თუმ­ცა, ქმა­რი ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს. ის აცხა­დებს, რომ მის მე­უღ­ლეს ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და.

წყარო ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები