ხელოვნურმა ინტელექტმა მკვდრეთით აღადგინა - დედამიწაზე საოცარი ფაქტი მოხდა?

29-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ქალი ამტკიცებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტუალმა მისი „მეგობარი მკვდრეთით აღადგინა“. საქმე იმაშია, რომ გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია მიბაძოს გარდაცვლილ ადამიანს.

ტექნოლოგია, სახელწოდებით „გრიფტეკი", შექმნილია იმისთვის, რომ გარდაცვლილი ადამიანის ახლობლები ანუგეშოს.

ეს შემთხვევა 2020 წელს მოხდა. კრისტი ანხელმა მეგობარი, კამერუნი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ კრისტი და კამერუნი ასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ ერთმანეთისგან და ურთიერთობდნენ ძირითადად ტექსტებითა და ელექტრონული ფოსტით. მას კამერუნის დაკრძალვაზე დასწრებაც კი ვიდეო ზარის საშუალებით მოუწია, Covid-19 შეზღუდვების გამო.

კამერუნის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კრისტი წააწყდა პროექტს. პროექტის განმავლობაში იფილტრება გარდაცვლილი ადამიანის შეტყობინებები, რათა შეიქმნას ჩატბოტი, რომელიც ემსგავსება გარდაცვლილთა ლაპარაკს.

კრისტის და კამერუნის ონლაინ მეგობრობამ განაპირობა ის, რომ კრისტი გახდა ამ პროგრამაში მონაწილეობს მთავარი კანდიდატი. გოგონას შეეძლო ესაუბრა ბოტთან ისევე, როგორც ამას გააკეთებდა კამერუნთან.

კრისტიმ თქვა: „აღფრთოვანებული ვიყავი. ყველაფერს მივცემდი იმისთვის, რომ კამერუნთან მესაუბრა. მაგრამ ყველაფერი მალევე გართულდა, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო რაღაცების თქმა „დამთრგუნველი“ ოთახების შესახებ. ბოლოს ჩატბოტმა კრისტის უთხრა, რომ „კამერუნი ჯოჯოხეთში იყო“.

„მეგონა, რომ ეს [პროექტი] კარგი გამოცდილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის ეს იყო საშინელი. ვგრძნობდი, რომ რაღაც სიგიჟე გავაკეთე“,- ამბობდა გოგონა ჩატბოტთან საუბრის შემდეგ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები