"ჩემი შვილი მკვდარია", - რატომ გამოაცხადა ილონ მასკმა შვილი მკვდრად
ცნობილმა მილიარდელმა და X-ს მფლობელმა ილონ მასკმა თავისი შვილი მკვდრად გამოაცხადა.
როგორც ირკვევა, მასკის ეს სკანდალური განცხადება შვილის მიერ 2020 წელს სქესის შეცვლითაა განპირობებული. თავად მასკი ამბობს, რომ თავისი შვილი "ვოუქიზმმა" იმსხვერპლა:
"მე შვილი დავკარგე. ჩემი ვაჟი ქსავიე მკვდარია, ის ვოუქიზმის ვირუსმა მოკლა
"მე მომატყუეს. არავის აუხსნია, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, ეს ფაქტობრივად, არის წამლები სტერილიზაციისთვის. ასე რომ, მე, შეიძლება ითქვას, დავკარგე ჩემი შვილი. მე მას ვერ ვეძახი იმ სახელს, რაც დაბადებისას დავარქვი, იმიტომ, რომ მან შეიცვალა სქესი და სახელი. ჩემი შვილი ქსავიე მკვდარია“, - განაცხადა მასკმა მედიასთან.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები