მეწყერს 157 ადამიანი ემსხვერპლა - სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა

23-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ეთიოპიის სამხრეთით ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, ეთიოპიაში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა დიდი პრობლემები ქვეყნის სახრეთ ნაწილში შექმნა, რამაც, თავის მხრივ, მეწყერი გამოიწვია.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, დაღუპულთა შორის ქალები, ბავშვები და პოლიციის თანამშრომლები არიან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები