ვინ სცადა დონალდ ტრამპის მოკვლა და საიდან ესროლეს პრეზიდენტობის კანდიდატს - ბოლო ცნობები
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.
CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა.
ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია "მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა.
საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები