ო@ნოვარსკვლავმა სამხედრო მამაკაცს ინტიმური კავირის დროს პენისის ნაწილი მოაგლიჯა

10-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

პორნოვარსკვლავმა სამხედრო მამაკაცს სექსის დროს პენისის ნაწილი მოაგლიჯა.

შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ავსტრალიელ პორნოვარსკვლავს და ბლოგერს ჰეილი დევისს სამხედრო მოსამსახურესთან ჰქონდა სექსი, რის შემდეგაც მასთან ერთად საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ Daily Star წერს.

ქალმა, რომელმაც სულ რაღაც ექვს თვეში 300 ზრდასრულთა ფილმში ითამაშა, განაცხადა რომ ახლახანს გაიცნო "ჭეშმარიტად სექსუალური" სამხედრო მოსამსახურე. თუმცა, მათი რომანტიკული პაემანი მალე "კოშმარად გადაიქცა".

წყვილს ვნებიანი სექსი ჰქონდათ, მაგრამ მალე ორივემ იგრძნო ტკივილი. ისინი შევიდნენ აბაზანაში და აღმოაჩინეს, რომ დევისის სპირალმა, რომელიც ქალს საშვილსნოში ედგა ფეხმძიმობისგან დასაცავად მამაკაცის პენისის გარკვეული ნაწილი მოაგლიჯა. გარდა ამისა, პორნომსახიობი თავად მიხვდა, რომ კონტრაცეპტივმა საშვილოსნოს ყელი დაუზიანა.

ორივემ სასწრაფოდ საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც დევისს სპირალი ამოუღეს, რამაც პორნოვარკვლავი გარკვეული დროით "მწყობრიდან გამოიყვანა" . მის პარტნიორსაც დროებით აუკრძალეს სექსი, ანუ სანამ შეხორცება არ მოხდება.

ამავდროულად, ჰეილი დევისმა განაცხადა, რომ არც თავად და არც მის პარტნიორს სერიოზული ზიანი არ მიდგომიათ, რის შემდეგაც ის და სამხედრო მოსამსახურე უკვე შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს თუმცა, შემდეგ ჯერზე "იმ საქმეს გაცილებით ფრთხილად გააკეთებენ".


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები