"გიორგი დიდი გულის ბიჭია... ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის" - ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა
ხვიჩა კვარაცხელიამ "ინსტაგრამზე" გიორგი მამარდაშვილის გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად.
გიორგი დიდი გულის ბიჭი , კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი, შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს", - წერს კვარაცხელია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები