"სისულელეა, ბოდიში აქვთ მოსახდელი", - რას ამბობს ბუდუ დიმა ობოლაძის შემთხვევაზე

03-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გუშინ ეროვნულ ნაკრებს საზოგადოება დიდი ზეიმით დახვდა.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, თითქოს დიმა ობოლაძე ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლაში უშლის ხელს, თუმცა როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, ეს ყველაფერი სისულელეა:

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ.

აღნიშნული ინფორმაცია უარყო ბუდუს მამამ, კახა ზივზივაზემაც.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები