"ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი", - რა პროგნოზი აქვს ცაგარელს

სახელი არ არის მითითებული
Aa

ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს გამართავს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ ხვალ შეიძლება დიდი სენსაცია ვიხილოთ ჯვაროსნების შესრულებით:

"ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი! არ მინდა წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ რაღაც საინტერესო მოხდება - ერთმანეთს კარგ ამბებს მივულოცავთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მან.

თურქეთის ნაკრებთან ერთად საქართველო ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები