ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გადაწყდა - სად ითამაშებს ის მომდევნო სეზონში

08-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონსაც "ნაპოლიში" გაატარებს - აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, "პსჟ"-ს ფეხბურთელის მიმართ სერიოზული ინტერესი ჰქონდა, თუმცა ნეაპოლელებისთვის ქართველი გარემარბი მომდევნო სეზონში შეუცვლელია.

"ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონშიც „ნაპოლიში“ რჩება, ის ხელშეუხებელია. „პარი სენ-ჟერმენმა“ თეთრი დროშა აღმართა. ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) მიხვდა, რომ სხვა გზა არ არის – ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება შეუძლებელია. მას უწევს უკან დახევა ნაპოლეონის მსგავსად, რომელსაც რუსეთში თავდაპირველად დიდი მიზნები ჰქონდა", - ვკითხულობთ იტალიურ მედიაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები