რუსებმა ალა პუგაჩოვა გაწირეს - რას უპირებენ რუსული სცენის დედოფალს

07-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

რუ­სეთ­ში ცდი­ლო­ბენ, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის ალა პუ­გა­ჩო­ვას, რო­მელ­მაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კრემ­ლის რე­ჟი­მი დაგ­მო და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, კვა­ლი წა­შა­ლონ. ოკუ­პანტს ქვე­ყა­ნა­ში ახ­ლა­ხან გა­და­წყვი­ტეს, რომ მას “რუ­სუ­ლი სცე­ნის დე­დოფ­ლის” წო­დე­ბა უნდა ჩა­მო­ერ­თვას.

პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­და­წყვი­ტეს, რომ პრი­მა­დო­ნას ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია არ აძ­ლევს მას პოპ დე­დოფ­ლის სტა­ტუ­სის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას. რუ­სე­ბის აზ­რით, ამ ტი­ტულს ცნო­ბი­ლი პუ­ტი­ნის­ტი ლუბა უს­პენ­სკა­ია იმ­სა­ხუ­რებს.

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმს, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

„უს­პენ­სკა­ია იმ­დე­ნად დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მა­ყუ­რე­ბელ­ზე, რომ მან თა­ვი­სუფ­ლად შეც­ვა­ლა პუ­გა­ჩო­ვა და ის ახლა სცე­ნის დე­დო­ფა­ლია“, – წე­რენ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

ელნიუსი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები