რა ჯდება გასაიდუმლოებული ბუნკერი, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით, რომელსაც მარკ ცუ­კერ­ბერ­გი იშენებს

07-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს

Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და მისი მე­უღ­ლე პრის­ცი­ლა ჩანი, კუნ­ძულ კა­უ­ა­ი­ზე (ჰა­ვა­ის არ­ქი­პე­ლაგ­ში შე­მა­ვა­ლი კუნ­ძუ­ლი) 5000 კვად­რა­ტუ­ლი ფუ­ტის მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბას გეგ­მა­ვენ.

ცუ­კერ­ბერ­გმა თით­ქმის ათი წელი და­ხარ­ჯა კუნ­ძულ­ზე მი­წის შეს­ყიდ­ვის­თვის. Wired-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თავ­შე­სა­ფა­რი უნდა შე­ი­ცავ­დეს ათზე მეტ შე­ნო­ბას მი­ნი­მუმ 30 სა­ძი­ნებ­ლით და 30 სვე­ლი წერ­ტი­ლით. ასე­ვე იგეგ­მე­ბა 11 ხის სახ­ლის, ფიტ­ნეს ცენ­ტრი­სა და სა­ო­პე­რა­ციო ოთა­ხე­ბის მო­წყო­ბაც.დო­კუ­მენ­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა არის მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რის მი­ზა­ნი.

რაც არ უნდა იყოს მი­ზა­ნი, ცუ­კერ­ბერ­გის თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ძვი­რია – მი­წას­თან ერ­თად, ის 270 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია, იტყო­ბი­ნე­ბა Wired. 

წყარო: kvirispalitra.ge, იხილეთ სრულად


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები